თამარ ბაიდოშვილი
თამარ ბაიდოშვილი
- ტელ.: (+995) 555 15 13 13
- ელ-ფოსტა: chikovani.lawoffice@gmail.com
- ვებგვერდი: www.chikovanilaw.com
თამარ ბაიდოშვილი არის ქართველი ადვოკატი, Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. იგი 2020 წლიდან ეწევა იურიდიულ საქმიანობას და წარმოადგენს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ბიზნესსუბიექტებსა და საერთაშორისო კლიენტებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში.
მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სისხლის სამართლის დაცვა, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულები, სასამართლო წარმომადგენლობა, ადმინისტრაციული დავები, საიმიგრაციო საკითხები და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მხარდაჭერა საქართველოში.
თორნიკე ჩიქოვანს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში კლიენტთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. იგი მონაწილეობს რთულ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში, უზრუნველყოფს კლიენტების დაცვას გამოძიების, აღკვეთის ღონისძიების განხილვის, სასამართლო განხილვისა და სააპელაციო წარმოების ეტაპებზე.
პრაქტიკული საქმიანობის ფარგლებში იგი ასევე აქტიურად მუშაობს დაზარალებულთა უფლებების დაცვაზე, ქონებრივ და სახელშეკრულებო დავებზე, ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერასა და სხვადასხვა კატეგორიის სამართლებრივი რისკების მართვაზე.
იურიდიული საქმიანობის პარალელურად, თამარ ბაიდოშვილი ჩართულია სამართლებრივი განათლების, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული დისკუსიების პროცესში. იგი აქტიურად მუშაობს პროექტებზე, რომელთა მიზანია სამართლებრივი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლმსაჯულების სისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
განათლება და პროფესიული კვალიფიკაცია
- სამართლის ბაკალავრი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სისხლის სამართლის მაგისტრი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
- Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
- სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის მკვლევარი;
- ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.
თამარ ბაიდოშვილი სამართლებრივ მომსახურებას უწევს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და საქმიანობაში ხელმძღვანელობს პროფესიონალიზმის, სტრატეგიული მიდგომისა და კლიენტის ინტერესების ეფექტიანი დაცვის პრინციპებით.

