სამი მსჯავრდებული დანიშნული სასჯელის სრულად მოხდამდე გათავისუფლდა.

Chikovani Law Office-ის მიერ საქმის სწორი სამართლებრივი შეფასების, სათანადოდ მომზადებული დოკუმენტებისა და დამატებითი დასკვნების საფუძველზე, სამი მსჯავრდებული  . ., . . და  .  პენიტენციური დაწესებულებიდან ვადამდე გათავისუფლდა.

ისინი სასჯელს იხდიდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143- მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულისთვის ,წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის.

🔹 პირობით ვადამდე გათავისუფლება
ამ შემთხვევაში მსჯავრდებული სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდისგან თავისუფლდება, თუმცა გათავისუფლების შემდეგ შესაძლოა დაეკისროს შესაბამისი მოვალეობები, კონტროლი დაგამოსაცდელი ვადა.

🔹 სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა
ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ნაწილი იცვლება კანონით გათვალისწინებული შედარებით მსუბუქი სასჯელით. შესაბამისად, პირი შეიძლება გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან, თუმცა სასჯელის აღსრულება სხვა ფორმით გაგრძელდეს.

📌 თითოეული საქმე ინდივიდუალურად ფასდება. მხოლოდ სასჯელის კანონით განსაზღვრული ნაწილის მოხდა ყოველთვის საკმარისი არ არის დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.

გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა შეფასდეს:

▪️ მოხდილი სასჯელის ხანგრძლივობა;
▪️ მსჯავრდებულის ქცევა პენიტენციურ დაწესებულებაში;
▪️ დისციპლინური დარღვევებისა და წახალისებების ისტორია;
▪️ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და გარემოებები;
▪️ დანაშაულის მიმართ მსჯავრდებულის დამოკიდებულება;
▪️ გამოსწორებისა და რესოციალიზაციის ხარისხი;
▪️ მონაწილეობა სასწავლო, შრომით ან სარეაბილიტაციო პროგრამებში;
▪️ ოჯახური, ჯანმრთელობისა და სოციალური გარემოებები;
▪️ გათავისუფლების შემდგომი საცხოვრებელი, დასაქმებისა და საზოგადოებაში დაბრუნებისრეალური გეგმა.

✅ სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქმის წინასწარ და ობიექტურად შეფასებას, მტკიცებულებებისა და დამატებითი დასკვნების მოპოვებას, დადებითი გარემოებებისსრულყოფილად წარმოჩენასა და სამართლებრივი პოზიციის სწორად ჩამოყალიბებას.

თუ თქვენი ოჯახის წევრი იხდის სასჯელს და გაინტერესებთ, არსებობს თუ არა პირობით ვადამდეგათავისუფლების ან სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია საქმის დროული და პროფესიული შეფასება.

📞 დამატებითი ინფორმაციისა და იურიდიული კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

Chikovani Law Office
📱 (+995) 555 15 13 13
📧 chikovani.lawoffice@gmail.com
🌐 www.chikovanilaw.com

Decision Are A Professional Attorney & Lawyers Services Provider Institutions. Suitable For Law Firm, Injury Law, Traffic Ticket Attorney, Legacy And More.

Contact Info

+(002) 0121-2843-661
+(002) 0106-8710-594
AR-Coder@arcoder.com
Support@arcoder.com
Menouf City , El-Menoufia, Egypt.
Shibin El-Kom , El-Menoufia, Egypt.

Follow Us